რატომ აღარ ელაპარაკებიან ერთმანეთს პრინცები ჰარი და უილიამი

  • imedinews.ge
  • 22 აპრილი 16:11

პრინცები ჰარი და უილიამი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ამის შესახებ მედია განსაკუთრებით მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც სააღდგომო წირვაზე ძმებმა დისტანცია დაიკავეს. ინფორმაციას People ავრცელებს.

უინძორში მდებარე ტაძარში 36 წლის უილიამი და 34 წლის ჰარი ისე მივიდნენ და წავიდნენ, რომ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.


მანამდე მედიაში დაიწერა, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა სამხრეთ აფრიკაში გადავიდნენ და საერთაშორისო საქმიანობა დაიწყონ. კეიტ მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის უთანხმოების გამო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში მდებარე ახალ რეზიდენციაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge