მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს

  • 21 აპრილი 00:05

დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი ბა­ი­ა­ო­ბას, ანუ ბზო­ბას უწო­დე­ბენ.

იგი უფ­ლის თორ­მეტ უდი­დეს დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის რი­გით პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინა კვი­რას აღი­ნიშ­ნე­ბა.


წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცხოვ­რის შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმს ძლე­ვა­მო­სი­ლი მე­ფის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში შეს­ვლას ჰგავ­და და მას უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს.


იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვალ მა­ცხო­ვარს გზა­ზე ხალ­ხი სა­მო­სელს უფენ­და, ზოგს კი პალ­მის (ბზის) რტო­ე­ბი ეკა­ვა და ასე ეგე­ბე­ბო­და მას. ყო­ვე­ლი მხრი­დან ის­მო­და ღა­ღა­დი­სი: "ოსა­ნა ძესა და­ვი­თი­სა­სა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­საჲთა! ოსა­ნა, რო­მე­ლი ხარ მა­ღალ­თა შინა!" (მათე 21, 9).


დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მლოც­ვე­ლე­ბი ტაძ­რებ­ში ბზის რტო­ე­ბით და სან­თლე­ბით მი­დი­ან. ეკ­ლე­სი­ებ­ში ბზა იკურ­თხე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო უფ­ლის­თვის მი­გე­ბე­ბი­სა. ბზო­ბის გამო დიდ­მარ­ხვის ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია. შემ­დეგ ერთი კვი­რა კი მორ­წმუ­ნე­თათ­ვის მძი­მეა, რად­გან ვნე­ბის შვი­დე­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა.


დიდ­მარ­ხვა წელს 11 მარტს და­ი­წყო და 28 აპ­რილს, უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.