შესაძლოა ცუკერბერგმა პასუხი აგოს - საქმეს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია იძიებს

  • imedinews.ge
  • 20 აპრილი 23:56

მარკ ცუკერბერგს Facebook -იდან სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გადინების გამო შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს, წერს The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით.

გამოძიებას ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica -ს სკანდალთან დაკავშირებით, საქმეს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია იძიებს. 


გამოძიების ფორმატში, ცუკერბერგს შესაძლოა უშუალოდ დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველა პრობლემაზე, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას უკავშირდება.  


მიუხედავად იმისა, რომ აქამდე Facebook-თან დაკავშირებით, მარკ ცუკერბერგს არასოდეს შეხებია პერსონალური სანქციები და არ დასჯილა. 


აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ Facebook-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გარიგებას, სულ მცირე, 150 კომპანიასთან, რომლებსაც საშუალება მიეცათ Facebook-ის მომხმარებლების პირადი ინფორმაცია მიეღოთ. 


როგორც The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, Facebook-მა კომპანიებთან  Apple, Amazon, Microsoft და Sony ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება დადო. ამ და სხვა კომპანიებს შესაძლოა მიეღოთ სოციალური ქსელის მომხმარებლების და მათი მეგობრების პირადი ინფორმაცია.


ჟურნალმა Wired-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც კომპანია Facebook-ის შიგნით, ბოლო 15 თვის განმავლობაში, დიდი სკანდალების ფონზე შექმნილ ვითარებას ეძღვნება. 


Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ავრცელებს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge