გია გაბრიჭიძე: ხალხმა კარგი პასუხი გასცა მოძალადე "ჟურნალისტს"

  • reportiori.ge
  • 20 აპრილი 23:16

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა მარტვილში მცხოვრები მოზარდის სუიციდის მიზეზი შიმშილი იყო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გაბრიჭიძის თქმით, ხალხმა მოძალადე ჟურნალისტს კარგი პასუხი გასცა:


„არ ვაპირებდი იმ ე. წ. "რეპორტაჟის" განხილვას, რომელსაც რ2-ელი ვინმე ემა გოგოხია გარდაცვლილი ადამიანის ჭირისუფლებთან "აკეთებდა" და არ გამოუვიდა.



არ ვაპირებდი იმიტომ, რომ იმედმა სრულად აჩვენა ამ არსების და მისი ბატონების ნამდვილი სახე და დარწმუნებული ვარ, რომ იმედის ამ სიუჟეტს ძალიან ბევრი ნახავდა. არ ვაპირებდი იმიტომაც, რომ ხალხმა კარგი პასუხი გასცა მოძალადე "ჟურნალისტს", მაგრამ" ნოდარიკოს" შაბათის კურიერში სიბინძურის და სიბილწის კასკადის ნახვის დროს, ვეღარ მოვითმინე.



არ დავიწყებ იმ სიუჟეტის განხილვას. არც გოგოხიას იმ დადებილებული გამომეტყველებაზე ვიტყვი რამეს, რომელიც იმ მომენტში გაუჩნდა, როცა მიხვდა რომ რაც უნდოდა, არ გამოსდიოდა.
არაფერს ვიტყვი, რადგანაც მათი მისამართით მორალზე, გარდაცვლილისა და ჭირისუფლის პატივისცემაზე საუბარს არანაირი აზრი არა აქვს.



უბრალოდ მინდა წარმოიდგინოთ, თუ როგორი აღტაცებით მიდიოდა (და მიდიან) ასეთ "დავალებებზე", მინდა წარმოიდგინოთ, თუ როგორ უნათებთ თვალები მშიერი გიენასავით და როგორ ილოკავს სისხლ-მოწყურებულ ლაშებს დავალების მიმცემი. მეტი არაფერი. უბრალოდ წარმოიდგინეთ“, - წერს გია გაბრიჭიძე.


17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა reportiori.ge