ზაალ ანჯაფარიძე: ყველაფრის მკადრებელი ტელევიზია გაჭირვებული ადამიანის ვარამით სპეკულირებს

  • reportiori.ge
  • 20 აპრილი 23:03

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მარტვილში მცხოვრები მოზარდის სუიციდის მიზეზი შიმშილი იყო, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„ამის გვერდის ავლა და წაყრუება უკვე არ შეიძლება. წალეკა მათმა ფეიკნიუსებმა ეთერი და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ყველაფრის მკადრებელი ტელევიზია გაჭირვებული ადამიანის ვარამით სპეკულირებს. სრულიად დაკარგეს სახეც, მორალიც და ყველაფერი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე და ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის ვიდეობმულს აქვეყნებს.


იხილეთ ვიდეო:


https://www.imedi.ge/ge/video/36613/ra-mokhda-martvilshi--erterti-ojakhi-rustavi-2s-sitsrueshi-adanashaulebs?fbclid=IwAR0_kzqmyWoMK4j7zbNqeLSRIWeqZu5b-Z7319W9tdwFXOb9nmq7FSFrFyQ


17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა reportiori.ge