ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე ზაზა სვანაძე დააკავეს

  • ipress.ge
  • 20 აპრილი 22:41

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე, ზაზა სვანაძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ზაზა სვანაძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.


ცნობისთვისმ ზაზა სვანაძემ ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის შემცველი წერილები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge