ადამიანების რეაქციები ნოტრ დამში გაჩენილ ხანძარზე

  • facebook.com
  • 16 აპრილი 14:04

პარიზის ღვთისმშბლის ტაძარში გაჩენილი ხანძრიდან რამდენიმე წუთთში, მოქალაქეებმა ტაძრის წინ მუხლი მოიყარეს. მათ ლოცვა და გალობა დაიწყეს. 

 











ფოტოებს სოციალურ ქსელშ მიმი გაბრიჩიძე ავრცელებს.




პარიზის ღვთიმსშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე სახურავზე გაჩნდა.


ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა. სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.


კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.


ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის მასში მესა მიმდინარეობდა.


სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომლებიც 2018 წელს დაიწყო.


ხანძარს 400-ზე მეტი მეხანრე ებრძოდა, ამასთან ვიაციის გამოყენებაზე უარი ითქვა, რადგან შენობის მთლიანად დანგრევის საფრთხე არსებობდა.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურა სრულ განადგურებას გადარჩა.


პარიზის ღვთისშობლის ტაძრის სიახლოვეს მოქალაქეები და ტურისტები შეიკრიბნენ. ისინი ცეცხლმოკიდებულ ტაძარს უყურებენ და გალობენ.


ნოტრ-დამის აღდგენისთვის უკვე 400 მლნ ევროზე მეტი შეგროვდა.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com