ნოტრ-დამის აღდგენისთვის უკვე 400 მლნ ევროზე მეტი შეგროვდა

  • 16 აპრილი 13:36

ფრანგი ბიზნესმენი, კომპანია  LVMH-ის ჯგუფის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 200 მლნ ევრო გამოყო.

როგორც Reuters წერს, არნოს განცხადებაში ნათქვამია,რომ ჯგუფი LVMH უერთდება ეროვნულ ტრაგედიას და ერთიანდება ყველა იმასთან, ვისაც ტაძრის აღდგენა სურს.

კომპანია Louis Vitton Moët Hennessy – აერთიანებს ისეთ სავაჭრო ნიშნებს, როგორებიც არის Louis Vuitton, Givenchy, Kenzo, Chaumet, Moet&Chandon, Hennessy, TAG Heuer და სხვა.

მანამდე ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა-ანრი პინომ 100 მლნ ევრო გამოყო.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პინო კომპანია Kering-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია, რომლის მფლობელობაშია Gucci და Yves Saint Laurent.

გარდა ამისა, საფრანგეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Fondation du Patrimoine დახმარებით მოწოდებით საერთაშორისო კამპანია დაიწყო.

ასევე ინტერნეტის მომხმარებლებმა საფრანგეთსა და აშშ-ში ონლაინ-პლატფორმა შექმნეს.

მანამდე ნოტრ-დამის გადაუდებელი სამუშაოებისთვის 100 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ  ილ-დე-ფრანსის რეგიონის წარმომადგენლებმა განაცხადეს.