პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვა და "წინასწარმეტყველებები"

  • fortuna.ge
  • 16 აპრილი 13:25

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ისტორია, რომელიც რვა საუკუნეზე მეტი უძრავად იდგა.

ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, თუმცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვა ერთი გრძელი ხაზია იმ ნაწილის, რომლის მიხედვითაც ისტორიული ტაძრები ომით ან ცეცხლით ნადგურდება. 


1914 წელს გერმანიის მიერ საფრანგეთის დაბომბვის შედეგად, განადგურდა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ქალაქ რეიმსში (პარიზთან ახლოს) მდებარეობს. ის, როგორც ამ სტატიაში მოყვანილი სხვა განადგურებული ტაძრები ძალიან ჰგავს პარიზის ნოტრ დამს.


წარსულში ნათქვამი სიტყვები ხდება – პარიზის ყველაზე ღირსშესანიშნავი ტაძრის დაწვის გამო, ბევრს წიგნი გაახსენდა, ბევრსაც რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფილმი.


– თუმცა ოდესმე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აღარ იარსებებს. ადრე აქ სხვა მშვენიერი ტაძარი იდგა.


– ზუსტად იმ ადგილას?


– ზუსტად – ასეთი დიალოგი შედგა 2004 წელს გადაღებულ ფილმში სელინსა და ამერიკელ სტუდენტ ჯესის შორის ფილმში “მზის ჩასვლამდე”.


ბევრს წიგნიდან “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ნაწყვეტები გაახსენდა.


“თავის დროზე “პარიზის ღვთიმშობლის ტაძარს” რომ ვკითხულობდი, ერთ უცნაურ თავს წავაწყდი შუა წიგნში. მოსაწყენი თავია, არქიდიაკვანი დგას თავისი სენაკის ფანჯარასთან, ხან კათედრალს უყურებს, ხან მაგიდაზე დადებულ წიგნს და ნაღვლიანად იმეორებს,- “ვაი, რომ ის მოკლავს მას!” – წერს მედეა სულამანიძე.


ასტროლოგიურ ბლოგებზე შეხვდებით ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასთან დაკავშირებით.


პარიზის ღვთიმსშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე სახურავზე გაჩნდა.



ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა. სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.



კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.



ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის მასში მესა მიმდინარეობდა.



სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომლებიც 2018 წელს დაიწყო.



ხანძარს 400-ზე მეტი მეხანრე ებრძოდა, ამასთან ავიაციის გამოყენებაზე უარი ითქვა, რადგან შენობის მთლიანად დანგრევის საფრთხე არსებობდა.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge