"აღვფრთოვანდი ეგრევე... ვაიმე, რა საყვარელია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის"

  • 16 აპრილი 13:01

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო  დასათაურებით - როგორ უხარია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვა.


პარიზის ღვთიმსშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე სახურავზე გაჩნდა.


ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა. სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.


კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.


ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის მასში მესა მიმდინარეობდა.


სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომლებიც 2018 წელს დაიწყო.


ხანძარს 400-ზე მეტი მეხანრე ებრძოდა, ამასთან ავიაციის გამოყენებაზე უარი ითქვა, რადგან შენობის მთლიანად დანგრევის საფრთხე არსებობდა.