„ერმა ჩამქოლა, ოჯახი არ მელაპარაკებოდა...“- რას ამბობს ნინა წკრიალაშვილი სააკაშვილთან მის ურთიერთობაზე გავრცელებულ ჭორზე

  • 16 აპრილი 11:26

„რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“, მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორზეც ისაუბრა.

ნინა წკრიალაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, კულტურის სამინისტროში ერთ- ერთ სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ზოგიერთმა ადამიანმა მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, სააკაშვილთან ურთიერთობას დაუკავშირა, რაც კატეგორიულად გამორიცხა თავად ნინა წკრიალაშვილმა.


„კარგით რა, მაგის გამო ხომ 7 წელი არ მელაპარაკებოდა მამაჩემი. ბოლოს ვამბობდი,  რომ ვყოფილიყავი მაინც, ერმა ჩამქოლა ოჯახი არ მელკაპარაკებოდა...პირადად ვიცნობ, არ მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა“,-განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.