„რომ ვიცი, რომელიმე გადაცემაში უნდა იყოს, პირველი იმას ვდარდობ, რა აცვია...“- რას ამბობენ ნინა წკრიალაშვილზე მისი მშობლები

  • 16 აპრილი 11:04

„რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მომღერალ ნინა წკრილაშვილის მშობლებმა შვილის შესახებ ისაუბრეს.

მათი თქმით, ნინა ბავშვობიდან დამოუკიდებელი და სრულიად დაუმორჩილებელი იყო.


ამავე დროს, მამა ზურაბ წკრიალაშვილი ამბობს, რომ ნინას საოცრად უყვარს ადამიანების დახმარება.


„გაჭირვებული ადამიანის მხარში მდგომია, ეხმარება ყველას, უკანასკნელ კაპიკს ამოიღებს და ყველას დაეხმარება“


რაც შეეხება ჟურნალ „ფლეიბოის“ , ნინას დედის თქმით, „ფლეიბოიში“ ნინას მონაწილეობის სასტიკი წინააღმდეგი იყო.


ნინას მამამ ის წუთები გაიხსენა, როდესაც ჟურნალში ნინა წკრიალაშვილის მონაწილეობის შესახებ შეიტყო და მისი პირველი ფოტოები ნახა:


„მაგაზე ნუ მელაპარაკებით რა საერთოდ გავგიჟდი... ჩემი მეგობარია ერთი, იმან დამირეკა და მითხრა,  ნახე ჟურნალზე რომ სურათებია...რომ გადავშალე ჟურნალი და ვნახე სურათები, ლამის გული გამისკდა. მოვისროლე ჟურნალი, აღარ გადავშალე, მეთქი უფრო უარესი რაღაცები არ იყოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.


ახლა ისე კიარ გამიგოს, რომ ხვალ და ზეგ ახალში მიიღოს მონაწილეობა, მაგას ვეღარ წარმოვიდგენ, ვეღარ გადავიტან ფაქტობრივად“,-აცხადებს ზურაბ წკრიალაშვილი.


დედა მედია სამადაშვილი განმარტავს, რომ ნინას ჩაცმულობასთან  დაკავშირებით დღემდე პრობლემა აქვს:


„რომ ვიცი, რომ რომელიმე გადაცემაში უნდა იყოს, პირველი იმას ვდარდობ, ნეტავ, რა აცვია, საუბარზე შემდეგ“


ასეა თუ ისე, ჩანს, რომ ნინას და მის მშობლებს ერთმანეთი გამორჩეულად  უყვართ.