პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია

  • 16 აპრილი 10:16

ფრანგმა მეხანძრეების რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ინფორმაციას გაზეთი Figaro სახანძრო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით ავრცელებს.


 


ამასთან, სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მეხანრეები ადგილზე რჩებიან და ცხელი კონსტრუქციების გაგრილებას ხელახალი აალების არიდების მიზნით აგრძელებენ.


 


პარიზის ღვთიმსშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე სახურავზე გაჩნდა.


 


ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა. სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.


 


კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. 


 


ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის მასში მესა მიმდინარეობდა.


 


სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომლებიც 2018 წელს დაიწყო.


 


ხანძარს 400-ზე მეტი მეხანრე ებრძოდა, ამასთან ავიაციის გამოყენებაზე უარი ითქვა, რადგან შენობის მთლიანად დანგრევის საფრთხე არსებობდა.