პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურა სრულ განადგურებას გადარჩა

  • 16 აპრილი 01:31

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება რომ მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. მისივე თქმით, საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.