"საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა"

  • 15 აპრილი 23:04

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ყურადღებით ვაკვირდები საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პარიზში ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ხანძარი თბილისის დროით 20:50-ზე გაჩნდა. მეხანძრეთა თქმით, ის სავარაუდოდ, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან არის კავშირში. სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, განადგურებულია ტაძრის შპილი. სიენენის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ შპილთან ერთად ჩამოინგრა ტაძრის სახურავიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი თავდაპირველად ხარაჩოს გაუჩნდა, რომელსაც ტაძრის რესტავრაციისთვის იყენებდნენ. მომხდარის გამო პრეზიდენტმა მაკრონმა ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადადო. პარიზის მერმა ან იდალგომ მომხდარს საშინელება უწოდა. ელისეს სასახლეში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი ხანძრის ადგილას აპირებს მისვლას. შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვითერში დაწერა, რომ საშინელებაა, უყურო როგორ იწვის ნოტრ-დამი და მეხანძრეებს ავიაციის გამოყენება ურჩია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია ტაძრის საათიც.