საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

  • 15 აპრილი 22:27

პირველადი ინფორმაციით საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ "პირველს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689", - განუცხადეს "პირველს" საქართველოს საგარეო უწყებაში.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი