ყველაზე ასაკოვანი ოქროს თევზი 44 წლისა მოკვდა

  • imedinews.ge
  • 15 აპრილი 18:55

დიდ ბრიტანეთში ყველაზე ასაკოვანი ოქროს თევზი, ჯორჯი 44 წლისა მოკვდა. როგორც Daily Mail-ი წერს, მან მეგობრის სიკვდილი ვერ გადაიტანა. 

გამოცემის ინფორმაციით, მისი მეგობარი ფრედი 2 წლის წინ მოკვდა. როგორც 75 წლის კიტ ელისმა თქვა, მან ეს თევზები 1974 წელს მოიგო და ისინი როგორც რომანტიკული საჩუქარი, მომავალ მეუღლეს აჩუქა. მას შემდეგ თევზები ერთად ცხოვრობდნენ, სანამ მდედრი თევზი არ მოკვდა. 


ცნობილია, რომ ოქროს თევზები როგორც წესი 10 წელზე მეტხანს არ ცოცხლობენ, თუმცა ფრედი და ჯორჯი ნამდვილი რეკორდსმენები აღმოჩნდნენ. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge