Facebook-ი სავარაუდოდ ჰორიზონტალურ News Feed-ს ტესტავს

  • imedinews.ge
  • 15 აპრილი 18:51

Facebook-ი, სავარაუდოდ, ჰორიზონტალურ News Feed-ს ტესტავს, რომელსაც ისეთივე ინტერფეისი აქვს, როგორიც Facebook-ის "სთორებს". ამის შესახებ ინფორმაციას Techchurch-ი ავრცელებს. 

სიახლე ინჟინერ სპეციალისტმა ჯეინ ვონგმა შეამჩნია და ამის შესახებ Twitter-ზე შესაბამისი Gif-ი გამოაქვეყნა. როგორც Gif-ში ჩანს, მომხმარებელს News Feed-ის არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად დათვალიერება შეუძლია. 


ჯერჯერობით უცნობია ახალი ინტერფეისის სიახლეების კედელი  Facebook-ზე შემთხვევით გაპარული ხარვეზია თუ რამდენიმე მომხმარებელს ის სატესტო რეჟიმში აქვს ჩართული. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge