მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 

  • fortuna.ge
  • 15 აპრილი 17:05

კვირის პირველი ნახევარი – 18 აპრილამდე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული იქნება, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის ბოლოსთვის გადადეთ.

თუმცა, არ ღირს განსაკუთრებით გააქტიურება 19 აპრილს – სავსემთვარეობის დღეს, რომელიც საკმაოდ მძიმე და ნეგატიური ენერგიებით დატვირთული იქნება.


ვერძი – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან მრავალფეროვენი იდეების მიუხედავად ძალიან გაგიჭირდებათ მათი რეალიზაცია, იძულებული გახდებით მოაგვაროთ ყოველდღიური, ნაკლებად საინტერესო საქმეები და თავი აარიდოთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს, იდეურ დაპირისპირებიას. ბევრად დინამიური და წარმატებულია კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ გააქტიურებას და ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას, პროფესიულ განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


კურო – საკმაოდ მძიმეა კვირის პირველი ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, იდეების და ძველი გეგმების რეალიზაცია. არაა გამორიცხული შეგექმნათ სერიოზული ფინანსური პრობლემები, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. არ ღირს სამოგზაუროდ გამგზავრება, რადგან ხანგრძლივი ვოიაჟები მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. ბევრად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. განსაკუთრებით იღბლიანები აღმოჩნდებიან აპრილის ბოლოს დაბადებული კუროები. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირის ყველა პოზიტიური შესაძლებლობა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევის შანსი.


ტყუპები – კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებით მოიმატებს დაძაბულობა და კონფლიქტების ალბათობა, რადგან სულსწრაფობა თქვენთვის ფინანსური პრობლემების მომტანი, გარშემომყოფებისთვის კი, გამაღიზიანებელი აღმოჩნდება. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და თავი შეიკავეთ პრეტენზიების გამოთქმისგან, რადგან ასე მხოლოდ პარტნიორებთან შეიქმნით პრობლემებს, რომლებიც უარს გეტყვიან შემდგომ დაფინანსებაზე. ბევრად მშვიდი და იღბლიანია კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ჩველი კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას. წარმატებით დაძლევთ ყველა პრობლემას და დაიბრუნებთ კოლეგათა ნდობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს პოპულარობასა და ავტორიტეტს.


კირჩხიბი – კვირის პირველ ნახევარში საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს პროფესიულ განვითარებას და გაიძულებთ სამსახურის შეცვლას. უსიამოვნებებია მოსალოდნელი ოჯახის წევრებთან ურთიერთობაშიც, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და საკუთარი პრინციპების დაცვა. რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია კვირის მეორე ნახევარში, როცა გაძლიერდება იმუნიტეტი, გაუმჯობესდება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და მართებული გადაწყვეტილების მიღებას, იდეების რეალიზაციას და დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას.


ლომი – მართალია, კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ დინამიური იქნება, მაგრამ იძულებული გახდებით შეასრულოთ ძველი დაპირებები, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით და გაღიზიანების მიზეზიც გახდება. არაა გამორიცხული ურთიერთობის გარკვევა მოგიწიოთ გარშემომყოფებთან, რადგან მათი პროვოკაციები და კრიტიკა ზედმეტად მტკივნეული აღმოჩნდება. ყურადღებით გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, გულდასმით გაეცანით ყველა ხელშეკრულებას და მოერიდეთ უცხოთა ნდობას, რადგან ძალიან მაღალია თქვენი მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ბევრად იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას და ძველი გეგმების განხორციელებას. სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისა და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, ახალი საქმის დასაწყებად და პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად.


ქალწული – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ტრანსფორმაციის პერიოდი. არაა გამორიცხული სწორედ ახლა შეგახსენონ თავი ძველმა შეცდომებმა, ვალებმა და ვალდებულებებმა, რომელთა შესრულება გადადების გარეშე მოგიწევთ. მოერიდეთ პარტნიორების მიმართ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, რადგან ასე მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით  და სერიოზულად შეაფერხებთ კარიერის განვითარებას. ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდება თქვენი თვითრწმენა და ახლობლებთან ერთად, პარტნიორთა მხარდაჭერასაც მიიღებთ, სიამოვნებით გაემგზავრებით სამოგზაუროდ და შეიძენთ საინტერესო ნაცნობებს, რომლებიც შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან.


სასწორი – რთული და საკმაოდ დაძაბული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ  სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი, რათა ფინანსური ზარალი არ მიაყენოთ ოჯახურ ბიუჯეტს, მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას და ფრთხილად გამოიყენოთ ძალაუფლება, რადგან ძალიან მაღალია კოლეგებთან დაპირისპირების ალბათობა. ბევრად მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახავარი, მთავარია თვითონ არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლებად, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის, პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და იდეების განსახორციელებლად, უცხოეთში სამოგზაუროდ და ახალი ნაცნობების შესაძენად.


მორიელი – საკმაოდ დაძაბულია კვირის პირველი ნახევარი, როცა საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო დაამძიმებს ოჯახის წევრებთან უთანხმოება და მარტოობის შეგრძნება. არაა გამორიცხული სხვების მართვის სურვილმა და ზედმეტმა დიქტატურამ კოლეგებთან ერთად, მეგობრებთან ურთიერთობაშიც პრობლემები შეგიქმნათ. ბევრად სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ დამშვიდებას და გარშემომყოფებთან უთანხმოების მოგვარებას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


მშვილდოსანი – მართალია, კვირის პირველ ნახევარში პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის უამრავი სასიკეთო შანსი გექნებათ, მაგრამ ფინანსური დანაკარგები და კონფლიქტი პარტნიორებთან, მნიშვნელოვნად შეაფერხებენ თქვენს გეგმებს. აკონტროლეთ ემოციები და სულსწრაფობა, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, თავშეკავება და იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ბევრად იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, რომელიც მოულოდნელი და მეტად სასიხარულო სიურპრიზების მომტანი აღმოჩნდება. არაა გამორიცხული გაემგზავროთ სამოგზაუროთ და შეიძინოთ ახალი ნაცნობები, შეძლოთ დაწინაურება ან ბიზნესის გაფართოვება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციელის გამოსავლენად და ძველი იდეების განსახორციელებლად.


თხის რქა – დინამიური, თუმცა საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა სწრაფად და მოულოდნელად მოგიწევთ მიმდინარე ცვლილებებს მორგება. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და არ გადაიღალოთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ქრონიკული დაავადებები. ბევრად სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და საჭირო ნაცნობების შეძენას. კარგი პერიოდია პარტნიორებთან საკამათო საკითხების, ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.


მერწყული – კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფთა მიმართ, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან თქვენს გაცურებას. იმოქმედეთ ფარულად და ნაკლებად გაამჟღავნეთ საკუთარი გეგმები, რადგან თქვენი სულსწრაფობით აუცილებლად ისარგებლებენ კონკურენტები. მოერიდეთ ზედმეტად გადატვირთვას, რადგან მაღალია ჯანმრთელობის დამძიმების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. ბევრად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და განხორციელებას. კარგი პერიოდია მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


თევზები – კვირის პირველ ნახევარში, როცა საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯები მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ,  მიმდინარე მოვლენების მოულოდნელად შეცვლა კი, უამრავ სასიკეთო შანსს დაგაკარგინებთ. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მოგეცემათ საქმიანობის ყველა სფეროში. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და საქმიანი კონტაქტების გასაფართოვებლად. მაქსიმალურად გამოიყენეთ დიპლომატია და ტავშეკავება, რადგან სწორედ ის დაგეხმარებათ ძველი კონფლიქტების მოგვარებასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.


გეომაგნიტური დღეები – 16, 18 და 19 აპრილი.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge