თუ ადამიანი გიყვართ, მას უნდა მისცეთ თავისუფლება

  • 15 აპრილი 15:39

ამბობენ, რომ შემთხვვით არაფერი ხდება. ცხოვრებაში არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც თავისით „ალაგებს“ მოვლენებს. თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ბედნიერები, აუცილებელია ვიცოდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონზომიერება:

* ცხოვრებაში ყოველთვის ისეთ ადამიანს მოვიზიდავთ, როგორებიც თავად ვართ. თუკი არ მოგწონთ გარემოცვა, რომელშიც ახლა ხართ, ჩაიხედეთ საკუთარ გულში. რა ხდება, რატომ აღარ ხართ კომფორტულად? ფორმულა მარტივია – თუ მიზნად გაქვთ მოიზიდოთ ღირსეული ადამიანი, თავადაც ღირსეული გახდით. რასაც გავცემთ, უკან იმასვე ვიღებთ. მოექეცით პარტნიორს ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცენენ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.


* სიყვარული გვჭირდება ყველას. მაგრამ ვიცით, რას ნიშნავს სიყვარული? ეს არის მიმღებლობა, გახსნილობა, ზრუნვა, სინაზე... თუ გიყვართ, უნდა გასცეთ და აიღოთ პასუხისმგებლობა, ენდობოდეთ და იყოთ კეთილი მის მიმართ. შიში, ეჭვიანობა, დამოკიდებულება, კონტროლი, პრეტენზია, საყვედურები ანადგურებენ ურთიერთობებს და სიყვარულთანაც არაფერი აქვთ საერთო.
* სიტყვას აქვს ძალა. ყოველთვის იყავით ყურადღებით, დააკვირდით, რას ლაპარაკობთ. „იარლიყების მიკერება“, შეურაცხყოფა, დაყვედრება იწვევს ჭრილობებს, რომელიც ძნელად ან საერთოდ არ ხორცდება. ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც, სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ურთიერთობაში გამოიყენეთ მხოლოდ თბილი სიტყვები, კომპლიმენტები და ხშირად გაამხნევეთ საყვარელი ადამიანი.


* ურთიერთობებში ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდობლობა, ერთს აქცევს ეჭვიან, მშფოთვარე, ცუდის მოლოდინში მყოფ პარტნიორად, ხოლო მეორეს, თავს ემოციურ ხაფანგში აგრძნობინებს. ნდობა ნამდვილი სიყვარულის განუყოფელი ნაწილია.


* იყავით გულახდილნი. სიყვარული ჰგავს მცენარეს, რომელიც ან იზრდება, ან ჭკნება და ხმება. ესაუბრეთ ერთმანეთს თანაგრძნობაზე. სიტყვები „მე შენ მიყვარხარ“ ახალ სულს ჩაბერავს ურთიერთობებს.


* გიყვარდეთ. თუ გსურთ, მიიღოთ სიყვარული, უნდა გასცეთ. რაც მეტად გულუხვი ხართ ამ საქმეში, მით მეტს მიიღებთ. სიყვარულის რეზერვი შეუზღუდავია. მიზეზი, რატომაც ადამიანები ხშირად განიცდიან სიყვარულის დეფიციტს, არის ის, რომ ელოდებიან სანამ, მათ ვინმე შეიყვარებთ.


* ხშირად ჩაჰკიდეთ ხელი საყვარელ ადამიანს. როდესაც მზრუნველობით ვეხებით ვინმეს, იცვლება როგორც ჩვენი, ისე მისი ფიზიოლოგია: ეშვება ნერვიული დაძაბულობა, ემოციური მდგომარეობა.


* თუ ადამიანი გიყვართ, მას უნდა მისცეთ თავისუფლება. ანუ, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. ყველას სჭირდება პირადი სივრცე. ურთიერთობებში ადამიანები თავისუფალი უნდა იყვნენ. სხვანაირად თავს ხაფანგში იგრძნობენ. არ არის ადვილი, საყვარელ ადამიანს მისცე თავისუფლება, მაგრამ სხვა გზაც არ არის. გახსოვდეთ, რაც მეტ თავისუფლებას მისცემთ ადამიანს, მით მეტად ახლოს იქნება ის თქვენთან.