კურიოზი, რომელიც დოჩანაშვილის გადახდა

  • თბილისელები
  • 15 აპრილი 13:00

გურამ დოჩანაშვილი იხსენებს:

"სამოსელი პირველი" რომ გამოვიდა, ჩემი ნაცნობ-მეგობრები წიგნის ავტოგრაფით ჩუქებას მთხოვდნენ. მეც მაღაზიაში მივედი, რომ ოციოდე ცალი მეყიდა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ყველა ეგზემპლარი გაყიდული დამხვდა. უკან გამობრუნება დავაპირე. ახალგაზრდა წიგნების გამყიდველმა გოგონამ ჩემი შეწუხებული სახე რომ დაინახა, ეტყობა, შევეცოდე და მანუგეშა:


– ნუ დარდობთ, ბიძია, ეგ წიგნი წაკითხული მაქვს და ისეთი სილენჩეა, რომ წუხილად არ ღირსო...

წყარო: თბილისელები