არამუსიკალური გვარი - სახალისო ისტორია

  • თბილისელები
  • 11 აპრილი 12:15

ცნობილ ქართველ საბჭოთა კომპოზიტორს, ვანო მურადელს 1968 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.

მაესტრომ ამის აღსანიშნავად რესტორან „არაგვში“ წვეულება გამართა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიაც იმყოფებოდა. ცოტა რომ შექეიფიანდნენ, გამსახურდიამ მურადელს ჰკითხა:


– ვანო, რისთვის მოგანიჭეს სახალხო არტისტობა?


– მუსიკოსობისთვის, კოწია, – უპასუხა მურადელმა.


კონსტანტინეს კი ჩაეცინა და უთხრა:


– რა მუსიკოსი შენ ხარ, როცა არამუსიკალური გვარი გაქვს: მის ნაცვლად – მუ, რეს ნაცვლად – რა, დოს ნაცვლად – დე და ლას ნაცვლად ლი. მუ-რა-დე-ლი ხარო...

წყარო: თბილისელები