ასმათ ტყაბლაძე: "გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი, გულით, სულით ქართველი და ერთი გადაცემის ღირსი არ გახადეთ"

  • სარკე
  • 11 აპრილი 08:43

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საყვედურს გამოთქვამს, რომ გენიალური რეჟისორის, გია დანელიას შესახებ გადაცემა არ გააკეთეს. 

ქალბატონი ასმათი ფეისბუქში წერს:


"საყვედური მინდა, გამოვაცხადო საზოგადოებრივი არხის მიმართ. გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი, გულით, სულით, ჯიშით და ჯილაგით ქართველი და ერთი გადაცემის ღირსი არ გახადეთ. ქართველი ერი, ვინც ვიცით და ვინც პატივს ვცემთ ყველაფერს დიადს და ქართულს, ჩვენც ვიხდით ბიუჯეტში თქვენთვის და ჩვენც უნდა გვცეთ პატივი. სამარცხვინო ამბავია, გაჯობეს რუსმა ერმა, რუსმა ხელოვანებმა, ასმათ ტყაბლაძე. იქნებ არც ის იცით, რომ დიდი ვერიკო ანჯაფარიძის დისშვილი იყო".

წყარო: სარკე