ჭალის ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო

  • 10 აპრილი 07:09, 2019 წელი
  • 10 აპრილი 07:59, 2019 წელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ორგანიზაციამ „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყეს. 

ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი მათ ჭალის ტყეების მნიშვნელობაზე ესაუბრა. აქციის მონაწილეებმა ტყის მოვლისა და ნერგების დარგვის შესახებ ინსტრუქციებიც მიიღეს.


პროექტის მიზანია ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე არსებული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა და კონსერვაცია, რის შედეგადაც მოხდება ადგილობრივი ეკოლოგიური პროცესების, ჰაბიტატებისა და სახეობათა აღდგენა.