ავლაბრის რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა

  • pia.ge
  • 9 აპრილი 12:22

ავლაბარში აბდუშელაშვილის N1-ში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.  

ამის შესახებ მედიას საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 


დღეს 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება სწორედ „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge