საინტერესოა, რაზე კამათობენ ყველაზე ხშირად შეყვრებულები

  • თბილისელები
  • 9 აპრილი 11:35

თავიდან ყველაფერი კარგადაა. დიახ, ეს ის პერიოდია, როცა ორივე ბედნიერია იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველაფერს პატიობენ ერთმანეთს. საყვარელი ადამიანისთვის არაფერი ენანებათ. მაგრამ.

როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ მყარი და რეალური ურთიერთობა ამით არც იწყება და არც მთავრდება, წინ მთელი ცხოვრებაა. ყოველდღიურობა სავსეა დიდი და პატარა წვრილმანებით, გაუგებრობებით, ინტერესების განსხვავებულობით, რაც შეიძლება, დაპირისპირების მიზეზი გახდეს. გაღრმავდეს და გამოიწვიოს უთანხმოება, შემდეგ – დაშორებაც კი.


თავიდან ყველაფერი კარგადაა. დიახ, ეს ის პერიოდია, როცა ორივე ბედნიერია იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველაფერს პატიობენ ერთმანეთს. საყვარელი ადამიანისთვის არაფერი ენანებათ. მაგრამ.. ამ თემაზე სპეციალური კვლევაც ჩატარდა და ასეთი სურათი გამოიკვეთა – ყველაზე ხშირად შეყვარებულები უჩივიან:


* უყურადღებობას;


* გადაჭარბებულ ყურადღებას;


* დაოჯახების სურვილს პარტნიორის მხრიდან.


მათი დასკვნით, ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რაზეც წყვილი ყველაზე ხშირად კამათობს. თუმცა, რამდენი წყვილიც არსებობს, იმდენი მიზეზია საკამათოდ. ზოგჯერ შეყვარებულები ისეთ რამეზე იწყებენ ჩხუბს, სასაცილოდ მოგეჩენებათ.


მაგრამ ჩხუბის გამორიცხვაც არ შეიძლება. კამათის გარეშე ურთიერთობა არანორმალური მოვლენაა. დიახ, თუ არ ჩხუბობთ, ამაზე უნდა ინერვიულოთ. ნორმლურ ჩარჩოებში მოქცეული ჩხუბი აჯანსაღებს ურთიერთობას. უკვე დამტკიცებულია, რომ შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთში არ კინკლაობენ, საბოლოოდ შორდებიან. რა თქმა უნდა, ურთიერთობის საწყის ეტაპზე იდეალურობა მისაღებია. მაგრამ თუ მომდევნო ეტაპზე წყენის შესახებ ერთმანეთს არ ეტყვით, ყველაფერი სკანდალით დასრულდება.
ყოველთვის შეეცადეთ, არ დახუჭოთ თვალი პარტნიორის ისეთ ჩვევაზე ან ნაკლზე, რომელსაც მერე ვერ შეეგუებით. თავს ნუ მოიტყუებთ. რა თქმა უნდა, უნაკლო არავინ არის, მაგრამ თუ საყვარელი ადამიანის გვერდით თავს კომფორტულად არ გრძნობთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაშორდებით.

წყარო: თბილისელები