ქალების უმრავლესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, როგორი ქალები მოსწონთ კაცებს

  • თბილისელები
  • 9 აპრილი 11:01

შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქალების უმრავლესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს.

მაგალითად, არ იციან, რომ ფუშფუშა მკერდი, ძალიან სწორი ფეხები და დაბერილი ტუჩები ყველა მამაკაცს არ მოსწონს.


ქალის სექსუალურობაზე გავრცელებული მოსაზრებაც სტერეოტიპულია. ასე რომ, მამაკაცების გემოვნებაზე არასწორი წარმოდგენა გვაქვს.


მამაკაცების უმეტესობას პატარა, ლამაზი ფორმის მკერდი მოსწონს. იყო დრო, როცა მომცრო მკერდი ქალის დიდგვაროვნებას უსვამდა ხაზს.


მამაკაცის სისუსტე ფეხშიშველი ქალი ყოფილა. უფრო კონკრეტულად – ტერფებმოშიშვლებული ქალი. უნდა იცოდეთ, რომ შიშველი ტერფის გამოჩენა უფრო მეტად აღაგზნებს მამაკაცს, ვიდრე მთლიანად შიშველი სხეული.


მამაკაცებს მრგვალფორმიანი, გემრიელი ქალი უფრო აბედნიერებთ, ვიდრე მეტისმეტად გამხდარი, ძვალზე ტყავგადაკრული არსება. ძალიანაც ნუ მოიკლავთ თავს დიეტებით. იპოვეთ ოქროს შუალედი.
საინტერესო ფაქტი:


* თუ პაემანზე ჩიტივით იკენკებით და კალორიების დათვლით ტვინს უბურღავთ, საეჭვოა, მამაკაცმა კიდევ მოინდომოს თქვენთან შეხვედრა. მათ ძალიანც მოსწონთ, როცა ქალს კარგი მადა აქვს და გემრიელი საკვების ფასიც იცის.

წყარო: თბილისელები