არიან ქალები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში მამაკაცის დროებით არარსებობას კატასტროფად აღიქვამენ...

  • თბილისელები
  • 8 აპრილი 14:02

არიან ქალები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში მამაკაცის დროებით არარსებობას კატასტროფად აღიქვამენ, რაც მათი პიროვნებისთვის და, ზოგადად, მომავლისთვის დამღუპველია:

საკუთარი თავის შეცოდებას ქალი იქამდე მიჰყავს, რომ რისკავს, მოხვდეს ერთ-ერთ უკიდურესობაში – ან საერთოდ უარი თქვას მამაკაცებზე და იცხოვროს სულ მარტო, ან პირველივე შემხვედრის (ხშირ შემთხვევაში, ჩვეულებრივი მექალთანის) მკლავებში აღმოჩნდეს.


ეს რომ არ დაგემართოთ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:


* ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს


ჯერ ერთი, ეს კარგად აისახება თქვენს გარეგნობაზე, ასევე, ბონუსის სახით, აუცილებლად მიიღებთ ამაღლებულ თვითშეფასებას და… შეიყვარებთ საკუთარ თავს. ეს ძალიან საჭირო რამაა. საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი განსაკუთრებულ ფლუიდებს ასხივებს და მამაკაცს მისკენ გახედვას აიძულებს. ნუ დაინანებთ დროსა და საშუალებებს სილამაზისთვის, მოდური სამოსისთვისა და "ქალური სიხარულებისთვის" – გაწეული შრომა ასმაგად დაგიბრუნდებათ!


* აკეთეთ საყვარელი საქმე


თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საყვარელი საქმის კეთებაა. აუცილებლად გექნებათ რამე ოცნება, მისწრაფება, რაღაცის გაკეთების ან შესწავლის სურვილი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალური საწყისი – ეს შემოქმედებითი საწყისია. სწრაფად გაიხსენეთ, რაზე ოცნებობდით, შემდეგ იმოქმედეთ. ხატვა, მუსიკა, ქარგვა... არჩევანში შეზღუდული არ ხართ და თავად დაინახავთ, ცხოვრება როგორი ნათელი და მრავალფეროვანი გახდება.


* სამსახური, კარიერა


ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ის, ვინც ოჯახსა და საკუთარ ცხოვრებაზეა ორიენტირებული, ნაკლებად წარმატებული და ამბიციურია კარიერაში. ანუ, თუ ჯერ თავისუფალი ხართ ოჯახური ვალდებულებებისგან, შეუდექით სხვადასხვა პროექტისა და გეგმის შესრულებას. რასაც ჩაიფიქრებთ, აუცილებლად გამოვა, რადგან დროც გაქვთ და ძალაც, რომელთა გამოყენებაც თქვენ სასარგებლოდ შეგიძლიათ.


და ბოლოს – ნუ ჩაჯდებით სახლში. იარეთ გამოფენებზე და კონცერტებზე, კინოში, შეკრიბეთ მეგობრები: შეგიძლიათ, საკუთარ თავს სასიამოვნო ფლირტის უფლება მისცეთ.


არ შეიძლება საკუთარი თავის შეცოდება. მოსაწყენი მტირალები საინტერესონი აღარ არიან არა მარტო გარშემო მყოფთათვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. ცხოვრებაზე წუწუნი ამცირებს თქვენს თვითშეფასებას.

წყარო: თბილისელები