ბათუმში საფლავები გაქურდეს

  • pia.ge
  • 8 აპრილი 12:06

ბათუმში საფლავების ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები მოიპარეს. ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის ფერიის სასაფლაოზე ქურდობის უკვე მე-7 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ტერიტორია ბათუმის მერიის ბალანსზეა, თუმცა ტერიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე მისი სრული დაცვა ვერ ხერხდება.


"ექვსი საფლავი გაქურდული იყო, გუშინ ჩემი ხელით გავწმინდე სურათი, დღეს აღარ დამხვდა. ცოდვაა ხალხი, აქ ღამის დარაჯი თუ არ დაინიშნა, არაფერი არ გვეშველება", -ამბობს სასაფლაოს მომვლელი ქეთო ბაკურიძე.


საქმეს ბათუმის პოლიციის მეხუთე განყოფილება სწავლობს. ფაქტზე გამოძიება 258-ე მიცვალებულისთვის უპატივცემულობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge