პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

  • pia.ge
  • 3 აპრილი 20:35

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაპირველად მისმა უმცროსმა ძმამ, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.

ტრაგედიის მიზეზების დასადგენად სამართალდამცავები უკვე მუშაობენ.


მანამდე კი წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მხოლოდ უბედურ შემთხვევას განიხილავენ და ვერსიას, რომ შესაძლოა ბავშვმა თავი მოიკლა, კატეგორიულად გამორიცხავენ.


გოგონა წინუბნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა.


შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge