ხელის გულის საიდუმლოებები

  • თბილისელები
  • 1 აპრილი 17:54

ბევრი გვსმენია იმის შესახებ, რომ ხელის გულზე განლაგებული ხაზები დაკავშირებულია ადამიანის ხასიათთან, მის ფსიქოპორტრეტთან და ქირომანტიის (ხელისგულით მკითხაობა) მცოდნეებს თუ დავუჯერებთ – ბედთანაც.

ამ ცოდნას ადამიანები ძალიან დიდი ხნიდან იყენებდნენ. მოდი, შევამოწმოთ, რამდენად ჭეშმარიტია უძველესი ცოდნა. სცადეთ საკუთარ თავზე. დააკვირდით ხელისგულს:


1. თუ ხელისგულის ზედა ხაზი მთავრდება შუათითთან, მაშინ თქვენ ამბიციური ხართ. გაქვთ თანდაყოლილი დამოუკიდებლობა, სხარტი გონება და ხასიათის მრავალი დადებითი თვისება. ცოტათი ეგოისტური ნატურაც ხართ და საგნებს მატერიალური თვალსაზრისით უყურებთ. გამოიყენეთ თქვენი პლუსები საჭირო მიმართულებით და ეს სარგებელს მოგიტანთ.


2. როცა ხელისგულის ზედა ხაზი საჩვენებელ და შუათითს შორის სრულდება – ასეთი ხაზი მეტყველებს იმაზე, რომ ხართ მზრუნველი, სასიამოვნოდ კონტაქტური და ყურადღებიანი გარშემო მყოფთათვის. უმჯობესია, გულღია იყოთ მხოლოდ იმათ მიმართ, ვისაც ენდობით.


3. როცა ხელისგულის ზედა ხაზი დასრულებულია საჩვენებელ თითთან: თავშეკავებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. არა აქვს მნიშვნელობა, მარტო ხართ თუ საყვარელ ადამიანთან ერთად ან მეგობრებით გარშემორტყმული, მაინც ბედნიერად გრძნობთ თავს. ასე გააგრელეთ! ეს თქვენი ცხოვრებაა.


4. ხელისგულის ზედა ხაზი მთავრდება ცერა თითთან: ასეთი ხაზი განსაკუთრებულია! მოთმინებით აღსავსე, მზრუნველი, მშვიდი, კეთილსინდისიერი ხართ. თქვენი მოქმედებები და აზრები უკეთესი სამყაროს შექმნისკენაა მიმართული. თქვენნაირი ადამიანები ხშირად ქველმოქმედებით არიან დაკავებულები.
ელენე წულუკიძე

წყარო: თბილისელები