სტატია მათთვის ვინც ქალისა და მამაკაცის მეგობრობას სკეპტიკურად უყურებს

  • თბილისელები
  • 1 აპრილი 15:58

მოდი, ვიმეგობროთ

ვინც ქალისა და მამაკაცის მეგობრობას სკეპტიკურად უყურებს, გვინდა, იმედი გავუცრუოთ – უამრავი ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება, ვთქვათ, რომ ქალისა და მამაკაცის მეგობრობა არა მარტო შესაძლებელი, არამედ საკმაოდ გავრცელებული მოვლენაცაა. ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ მამაკაცი გაცილებით სანდო და ერთგული მეგობარია – მას შენი არ შურს, არ გეჯიბრება, არ ცდილობს, კაცი „აგახიოს“, შენზე არ იჭორავებს და არ შეეცდება, გამოგიყენოს. თუმცა, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქალები ცდებიან. რომ მათ მხოლოდ ჰგონიათ, რომ „უბრალოდ მეგობრებად” დარჩენა შესაძლებელია. მეგობრებს შორის რომანის დაწყების ალბათობა ყოველთვის არსებობს.


საქმე ისაა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად უყურებენ მათ შორის მეგობრობის საკითხს. კაცებს საკმაოდ ხშირად იზიდავთ მეგობარი გოგონები, მაგრამ ამ თემაზე დუმილს ამჯობინებენ, სანამ ქალი ნაბიჯს თავად არ გადმოდგამს.


გარდა ამისა, მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მის მიმართ რომანტიკული გრძნობები მეგობარ ქალსაც აქვს.


სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალებს, როგორც წესი, არ იზიდავთ მეგობარი მამაკაცები. გარდა ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მეგობრობის გარდა არც მამაკაცებს აქვთ რაიმე გრძნობა. ანუ, მამაკაცებისათვის უფრო რთულია მხოლოდ მეგობრის სტატუსის შენარჩუნება და მათთვის სრულიად მისაღებია მეგობრობის გადაზრდა ინტიმურ ურთიერთობაში.


რა პასუხი გვაქვს კითხვაზე – შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის მეგობრობა? მოკლედ, თუ ამ საკითხს ქალის თვალით შევხედავთ – პასუხი დადებითი იქნება. მაგრამ თუ კაცის გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, უმრავლესობას არაფერი ექნება საწინააღმდეგო, თუკი მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

წყარო: თბილისელები