ბედნიერი ურთიერთობის კანონი

  • tbiliselebi.ge
  • 1 აპრილი 12:39

ნამდვილად არსებობს კანონზომიერება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ყველაფერი სპონტანურად ნამდვილად არ ხდება. შემთხვევითობასაც კი რაღაც განმარტება აქვს. ყურადღებით წაიკითხეთ, ნამდვილად გამოგადგებათ:

* ფაქტობრივად, ცხოვრებაში ყოველთვის ისეთ ადამიანს მოვიზიდავთ, როგორიც თავად ვართ. თუკი არ მოგვწონს გარემოცვა, ჩავიხედოთ საკუთარ თავში. თუ მიგვაჩნია, რომ ამაში გაგვიმართლა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ, თავად ვართ კარგი. ანუ, თუ თქვენი მიზანი ღირსეული ადამიანის გვერდით ყოფნაა, გახდით თავად ღირსეული;


* რასაც გავცემთ, იმასვე ვიღებთ. მოექეცით პარტნიორს ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ;


* სიყვარული სჭირდება ყველას. სიყვარული ნიშნავს მიმღებლობას, ნდობას, ზრუნვას, სინაზეს, იმას, რომ გასცე და აიღო პასუხისმგებლობა. რაც მეტად გამოვავლენთ ამ თვისებებს, ორმაგად დაგვიბრუნდება. მაგრამ შიში, ეჭვიანობა, დამოკიდებულება, მანიპულაცია, კონტროლი, პრეტენზია, საყვედურები ანადგურებენ ურთიერთობას და სიყვარულთანაც საერთო არაფერი აქვთ.


* სიტყვას დიდი ძალა აქვს. სიტყვით შეიძლება, განკურნო ან მოკლა ადამიანი. დაუკვირდით, რას ლაპარაკობთ. შეურაცხყოფა, დაყვედრება გულში აჩენს ჭრილობებს, რომლებიც თითქმის არასდროს ხორცდება. გულნატკენს კი მხოლოდ თბილი სიტყვები, კომპლიმენტები გაამხნევებს. ყველა ადამიანის გულში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ეშინია, რომ სათანადოდ ვერ შეაფასებენ.


* ურთიერთობებში ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდობლობა ერთს აქცევს ეჭვიან, მშფოთვარე, ცუდის მოლოდინში მყოფ პარტნიორად, ხოლო მეორეს თავს ემოციურ ხაფანგში აგრძნობინებს. ეჭვიანობა შიშია დაბალი თვითშეფასებისა და საკუთარი თავის უსიყვარულობის;


* იყავით გულახდილი. სიყვარული ჰგავს მცენარეს, რომელიც ან იზრდება, ან ჭკნება და ხმება. ისაუბრეთ ერთმანეთთან თქვენს სურვილებზე, ურთიერთობებზე, გრძნობებზე. მიანიშნეთ პარტნიორს, რომ გიყვართ და აფასებთ;


* გიყვარდეთ, თუ გსურთ, მიიღოთ სიყვარული, უნდა გასცეთ. სიყვარული ჰგავს ბუმერანგს – ის მუდმივად ბრუნდება. თანაც ბრუნდება ათი ათასად. სიყვარულის რეზერვი შეუზღუდავია. ნამდვილი სიყვარული უსაზღვროა და სამაგიეროს არ ითხოვს;


* შეხება სიყვარულის ძლიერი გამოხატვაა და ის ამყარებს ურთიერთობებს. ხშირად შემოეხვიეთ ადამიანს, უბრალოდ ისე, მიზეზის გარეშე, ხშირად ჩაჰკიდეთ ხელი ერთმანეთს. ამბობენ, რომ შემოხვევისას მცირდება ჰორმონალური სტრესის დონე, ეშვება ნერვიული დაძაბულობა, ემოციური მდგომარეობა. არსებობს ასეთი მოსაზრებაც – თუ ჩვენ ყოვედღიურად არ შემოვეხვევით საყვარელ ადამიანს, ავადმყოფობისთვის ვართ განწირულები;


* თუ ადამიანი გიყვართ, მიეცით მას თავისუფლება. თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ყველა ჩვენგანს სჭირდება პირადი სივრცე. ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფალი ურთიერთობებში. მართალია, ადვილი არ არის, საყვარელ ადამიანს ყველაფერში მისცე თავისუფლება, თუმცა, ცხოვრებისეული სიბრძნე ამბობს: რაც მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ადამიანს, მით მეტად ახლოს არის ის ჩვენთან.

წყარო: tbiliselebi.ge