სიგარეტი ამაზე მტად აღარ გაძვირდება - აკაკი ზოიძე

  • resonancedaily.com
  • 1 აპრილი 11:30

სიგარეტის გაძვირების შემდეგ, შავ ბაზარზე გასაყიდად გამოჩნდა ე.წ. შეკეთებული სიგარეტები, რომელიც 20 ღერი 2 ლარი ღირს. მწეველები ასეთ სიგარეტს დაბალი ფასის გამო ყიდულობენ.

ამ საკითხზე „რეზონანსი“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს ესაუბრა. მისი თქმით, თუ შავ ბაზარზე „შეკეთებული“ სიგარეტები დაბალ ფასად და კანონდარღვევით გაიყიდება, ამით მწეველების რაოდენობა არ შემცირდება, რაც სიგარეტის გაძვირების მიზანი იყო.

„თუ აქციზური მარკის გარეშე სიგარეტი გაიყიდება, სახელმწიფო რა თქმა უნდა მიზანს ვერ მიაღწევს. საჭიროა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ებრძოლოს კანონის დაღვევას, მათ შორის აქციზურ მარკებთან მიმართებაში და კონტრაბანდასთან“, - აცხადებს ზოიძე 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარისვე თქმით, სიგარეტის ფასი ამის მეტს აღარ მიმატებს.

წყარო: resonancedaily.com