ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

  • pia.ge
  • 31 მარტი 20:01

მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.


ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.


მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge