რას ამბობდა ბაბი თავის დაავადებაზე: "ქიმიოთერაპიის შემდეგ ძალიან მიჭირს მუშაობა, მაგრამ..."

  • რეზონანსი
  • 27 მარტი 11:46

ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი სოლისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი 3-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ  გარდაიცვალა.

იგი დიდი ხნის განმავლბაში ებრძოდა სიმსივნეს. ცოტა ხნის წინ იგი თავის ჯამრთელობაზე საუბრობდა:


"ალბათ, მე ვარ ძლიერი... ქიმიოთერაპიის შემდეგ პირველი კვირა ძალიან მიჭირს ხოლმე მუშაობა, მაგრამ ნელ-ნელა მომდის ძალა. მუცლის ღრუში სიმსივნის ახალი კერა აღმომაჩნდა და ქიმიოთერაპიის პირველი კურსი უკვე ჩავიტარე. მესამე წელია, მკურნალობის პროცესში ვარ და მივეჩვიე იმას, რომ ქიმიოთერაპიიდან რამდენიმე დღე რთულია. კიდევ 3-4 მაქვს გამოწერილი, მაგრამ არა უშავს...


მკურნალობას ჯერჯერობით საქართველოში ვაგრძელებ, რადგან ქიმიოთერაპიისთვის პრეპარატებს აქაც ვიწერთ. ამ ეტაპზე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიმღერაში ხელს არ მიშლის. რეპეტიციებზეც აქტიურად დავდივარ", - აღნიშნავდა ბაბი.

წყარო: რეზონანსი