"წითელ წიგნში შეტანილი დათვი გორის მერის პირადი ტყვეა"

  • რეზონანსი
  • 26 მარტი 16:45

დათვების თავშესაფარი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გორის მერს პირად ტყვეობაში ჰყავს მურა დათვი.

"რას ემსახურება გორის მერიის ე.წ. ზოოპარკი?! გორის მერის პირად ტყვეობაში მყოფი 15 წლის დათვს შველა ესაჭიროება! რამდენიმე კვირა აქტიურად მივმართავ გორის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ დათვი, რომელიც მძიმე ტყვეობაშია სასწრაფოდ შესაფერისი პირობები ესაჭიროება. გორის მერია გვეთანხმება, რომ დათვი მძიმე პირობაშია და გვპირდება პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ დაპირებას არ ასრულებს!


დათვების თავშესაფარმა შესთავაზა გორის მერიას, რომ დათვი თავშესაფარში გადმოგვეყვანა თუნდაც დროებით სანამ შესაფერის ვოლიერს მოუწყობდნენ გორის ზოოპარკში. დღემდე ჩვენს შეთავაზებაზე პასუხი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მივმართავ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და დათვის ტანჯვა დაასრულონ! ეს არის ქვეყნის სირცხვილი, რომ სახელმწიფო დაწესებულება ასე უმოწყალოდ ექცევა „წითელი ნუსხით" დაცულ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მურა დათვს", - აცხადებენ დათვების თავშესაფარში.

წყარო: რეზონანსი