კახეთში 52 წლის კაცს სახლი დაეწვა და რამდენიმე დღის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო

  • რეზონანსი
  • 26 მარტი 13:00

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში 52 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ცხედარს ადგილობრივებმა ტყეში მიაგნეს. მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სოფელში აცხადებენ, რომ 20 მარტს, შუადღისას, მირზაანში ხარაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და სახლი მთლიანად დაიწვა, რის შემდეგაც მარტოხელა მამაკაცს ვერ პოულობდნენ.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


მომხდარს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო იძიებს.

წყარო: რეზონანსი