თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

  • pia.ge
  • 22 მარტი 11:21

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა და განახლდა მგზავრთა მიღება.

ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


დღეს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა.


თბილისის მეტროს პირველი ხაზი 15 წუთის განმავლობაში მგზავრებს ვერ ემსახურებოდა, თუმცა საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ ყოფილა.


თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge