ყაჩაღებმა მაღაზიაში ფული ვერ იპოვეს და შოკოლადები მოიპარეს

  • რეზონანსი
  • 22 მარტი 10:48

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "მაგნიტს" წუხელ თავს დაესხნენ.

მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ორმა ნიღბიანმა, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღის გამოყენებით,  ფული მოითხოვა,  ხოლო როცა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სალაროში ფული არ იყო, გასვლისას მათ სავარაუდოდ მხოლოდ ორი შოკოლადი გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს.


მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.


 

წყარო: რეზონანსი