მათთვის, ვინც ეძებს... დასაწყისისთვის დაიმახსოვრეთ...

  • თბილისელები
  • 21 მარტი 14:33

დასაწყისისთვის დაიმახსოვრეთ ჭეშმარიტება: არავის სჭირდება ის, ვისაც საკუთარი თავი არ სჭირდება. ვინც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც არის, მიუხედავად ყოფითი პრობლემებისა, მისი ცხოვრება სრულფასოვანია.

არსებობენ ახალგაზრდა, წარმატებული და ლამაზი ქალები, რომლებსაც მეწყვილე ვერ უპოვიათ. მათი პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად მაღალი სტანდარტები აქვთ. გათხოვება უნდათ, მაგრამ მომავალ პარტნიორს ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რეალობა კი მოლოდინებს უცრუებთ. გონიერ ადამიანებთან სულ სხვა სიტუაციაა:


* თუ გათხოვება გინდათ, ხვდებით ვინმეს ან, თუნდაც, უკვე ერთად ცხოვრობთ და არაფერი ხდება, აუცილებელია, ჰკითხოთ – უნდა თუ არა ოჯახი და ქორწინება. თუ მამაკაცი ოჯახის შექმნისთვის მზად არ არის, ეს ნიშნავს, რომ მას უნდა დაემშვიდობოთ;


* ნებისმიერი ქალი, რომელიც წლების განმავლობაში სახლში ზის და ოჯახსა და ბავშვებს უვლის, უარესობისკენ იცვლება. ბოლოს მამაკაცს მოსწყინდება ასეთ ცოლთან ყოფნა. აქედან გაშორებამდე კი ერთი ნაბიჯია. თან, ვერც საყვედურს იტყვის. ქალმა ხომ თავად მოინდომა სახლში ჯდომა;


* თუ პარტნიორთან ურთიერთობისას დაძაბული ხართ, უბრალოდ, დაშორდით მას. მარტო დარჩენის ნუ შეგეშინდებათ. არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ საკუთარ სურვილებზე და მოთხოვნილებებზე უარი თქვათ;


* ერთად ან კარგად ხართ, ან უნდა დაშორდეთ. უმჯობესია, ეს მანამდე გააკეთოთ, სანამ სამ ბავშვს გააჩენთ. არ არსებობს მიზეზი, რომლისთვისაც ურთიერთობებში რაიმეს მოთმენა ღირდეს. მთელი ცხოვრება თითის წვერებზე ვერ იდგებით, ხოლო იმედგაცრუება უფრო რთულია. ნამდვილი სახე თავიდანვე უნდა აჩვენოთ;


* ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ და არა საქმროებში. თუ არ მოგწონს, როგორ გეპყრობათ, ეუბნებით ამის შესახებ და თუ არაფერი იცვლება – ემშვიდობებით.


თავმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი არ განაგრძობს ურთიერთობას, მასთან ვინც მას პატივს არ სცემს. ის ასეთ ურთიერთობას არც დაიწყებს.

წყარო: თბილისელები