ნამდვილად უყვარხართ თუ არა მამაკაცს?

  • თბილისელები
  • 21 მარტი 14:30

ცნობილია, რომ მამაკაცებს სიტყვებით სიყვარულის გადმოცემა უჭირთ. ამიტომ ურჩევნიათ, მეორე ნახევარს საქციელით მიახვედრონ, რას გრძნობენ.

თუმცა ქალბატონებისთვის მათი სურვილებისა და მინიშნებების ამოცნობა ხშირად მარტივი არ არის. თუ გსურთ, იცოდეთ ნამდვილად უყვარხართ თუ არა თქვენს რჩეულს, გადახედეთ სიას, ამ ყველაფერს ძალიან შეყვარებული მამაკაცები აკეთებენ:


* პირველი – შეყვარებული მამაკაცები ყოველთვის ცდილობენ, პარტნიორის გვერდით იყვნენ, მზად არიან დაიცვან საყვარელი ქალი და ამისთვის არც ჩხუბს მოერიდებიან;


* მამაკაცისთვის საყვარელი ქალის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით მის მოსაზრებას ყურადღებით მოისმენს;


* თუ მამაკაცი ნამდვილად შეყვარებულია, ნებისმიერ საქმეს მიატოვებს და პირველივე დაძახებაზე მისკენ გაეშურება;


* შეყვარებული მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებულია, ეჭვები არ აწუხებს და ამიტომ პარტნიორს თავისუფლებას აძლევს;


* ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მრავალწლიან სიახლოვეს უძლებს.
დაიხსომეთ ის, რისი ცოდნაც ღირს – სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ მისი ხელოვნება უნდა ისწავლოთ.

წყარო: თბილისელები