21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება - ვიდეო

  • pia.ge
  • 21 მარტი 11:16

ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

პირველი ქართული გაზეთი 200 წლის წინ, 1819 წელს გამოვიდა. მას ჯერ "საქართველოს გაზეთი", ხოლო შემდეგ "ქართული გაზეთი" ეწოდებოდა.


პირველი "ქართული გაზეთი" 8 მარტს გამოჩნდა, რაც ახალი სტილით 21 მარტია, ამიტომ ქართული ჟურნალისტიკის დღედ სწორედ 21 მარტი აღინიშნება.


ქართული მედიის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტო „კლიპარტმა“ საიუბილეო გაზეთი გამოსცა, სადაც მედიის მიერ გავლილი 2-საუკუნოვანი ისტორია ასახა. ჩაწერა ბლიცინტერვიუები სხვადასხვა თაობის ცნობილ ჟურნალისტებთან, წამყვანებთან, ოპერატორებთან თუ ფოტორეპორტიორებთან.


ქვემოთ მოცემული ვიდეოს საშუალებით, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი იყო მათი პირველი სამუშაო დღე, რას ნიშნავს მათთვის პროფესია ჟურნალისტი, რა არის ჟურნალისტისთვის აუცილებელი თვისება და რა მოვლენა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად...


საინფორმაციო სააგენტო "პირველი" ქართული ჟურნალისტიკის დღის აღნიშვნას უერთდება და პროფესიულ დღეს ულოცავს, როგორც დამწყებ, ასევე შემდგარ ჟურნალისტებს.



 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge