თბილისის მეტროში შეფერხება აღმოფხვრილია

  • pia.ge
  • 21 მარტი 10:47

მეტროპოლიტენში შეფერხება აღმოფხვრილია და მატარებლები ჩვეული რეჟიმით მოძრაობენ. ამის შესახებ ,,პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

შეხერხება მეტროს პირველ ხაზზე მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.


,,გვქონდა შეფერხება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მეტროსადგურ სამგორში მატარებელს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც, საჭირო გახდა მისი ჩიხში შეყვანა დამხმარე მატარებლის საშუალებით და ამ პერიოდში პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ შეფერხებით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია", - განუცხადეს ,,პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge