"იტალიაში დაიჭირეს 19 წლის ქართველი, რომელიც 3 ქალაქში მაღაზიებს ძარცვავდა"

  • რეზონანსი
  • 21 მარტი 10:42

18 მარტს იტალიაში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ლომბარდიის ქალაქ მანტუაში ტექნიკის მაღაზია Mediaworld-დან თანამზრახველთან ერთად რამდენიმე ლეპტოპის მოპარვა სცადა.

ის სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ლეპტოპი ქურთუკის ქვეშ დამალა, მისმა თანამზრახველმა მიმალვა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.


პოლიციაში გადაყვანისას გაირკვა რომ მას მსგავსი დანაშაულები ადრეც ქონდა ჩადენილი, მან Mediaworld-ის მაღაზიები გასული წლის მარტში ფიუმიჩინოში, დეკემბერში კი ფლორენციაში გაქურდა.


19 წლის ახალგაზრდა დაკავებულია, მისი სასამართლო 2 აპრილს გაიმართება, 1800 ევროს ღირებულებ უს ლეპტოპი რომლის მოპარვაც მას ბრალად ედება, ამოღებულია და მაღაზიის მენეჰერს დაუბრუნდა. ჯერჯერობით სამართალდამცავებს ინფორმაცია არ აქვთ მეორე თანამზრახველისა და 1500-ევროიანი ლეპტოპის შესახებ, რომელიც მან მოიპარა.

წყარო: რეზონანსი