"საქართველოში რეალური სიბერე დაბერების ბუნებრივ ასაკზე 5 წლით ადრე იწყება"

  • რეზონანსი
  • 19 მარტი 19:02

საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელი დაავადებები აწუხებთ და დროზე ადრე ბერდებიან. 

ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში" ამერიკელ, ესპანელ და ნორვეგიელ სპეციალისთა მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგები იუწყება.

კვლევის თანახმად, ყველაზე „ახალგაზრდა" ერების სიას იაპონია, შვეიცარია, სინგაპურ და საფრანგეთი ლიდერობენ.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალოდ 60 წლის ასაკში უკვე აწუხებთ ის დაავადებები, რომელიც, როგორც წესი, დაახლოებით 65 წლის ადამიანიებს უვითარდებათ. ამ დაავადებებს შორისაა პარკინსონი, დემენცია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ.

საერთოდ კი, კვლევაში საუბარია 92 დაავადებაზე, რომელთაგან 13 გულ-სისძარღვთა დაავადებებს, 6-სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს, 35-სიმსივნის სხვადასხვა ტიპს, დიაბეტს, თირკმელების ქრონიკულ დაავადებებს, ტრავმებს, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, ასევე სმენისა და მხედველობის გაუარესებას შეეხება.

ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო მაჩვენებლის მქონე ქვეყნები არიან პაპუა-ახალი გვინეა, მარშალის კუნძულები, ავღანეთი, ვანუატუ, სოლომონის კუნძულები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ლესოთო, კირიბატი, გვინეა-ბისაუ და მაკრონეზია. აღნიშნულია, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები დაბერებას უკვე 55 წლის ასაკში იწყებენ.

რაც შეეხება იაპონიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, სინგაპურის, ესპანეთისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს, ისინი დაბერებას რეალურად დაახლოებით 75 წლის ასაკში იწყებენ და 65 წლისთვის „შესაბამისი" დაავადებები მათ 75 წლის ასაკში უჩნდებათ.

ჯანმრთელი და „ახალგაზრდა" ქვეყნების სიაში იტალია, პუერტო-რიკო და პერუც მოხვდა, სადაც მოქალაქეები „დაბერებას" 74 წლის ასაკში იწყებენ.

წყარო: რეზონანსი