საფრანგეთი, შვედეთი და გერმანია საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ

  • pia.ge
  • 19 მარტი 10:03

საფრანგეთი, ისევე როგორც გერმანია და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ, რადგან საქართველოს სანდო ქვეყნად არის აღიარებული, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რომ საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს და არიან დევნილები და ამან შესაძლოა საქართველოს იმიჯი დააზიანოს და მისი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა საფრანგეთი ისევე როგორც სხვა ქვეყნები, გერმანია და შვედეთი არ მისცემენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს რადგან თქვენი ქვეყანა სანდო ქვეყანად არის აღიარებული. გვსურს ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ რომ ის კარგად იყოს გაგებული,“- განაცხადა პასკალ მენიემ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge