ნიდერლანდებში დაუდგენელმა პირმა ტრამვაიში ცეცხლი გახსნა

  • pia.ge
  • 18 მარტი 15:12

ნიდერლანდების, ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა.

 

პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.


დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს.


გაზეთის Algemeen Dagblad-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა შეძლო. ამასთან, გაზეთი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმაში, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.


თავდამსხმელის სამძებრო ოპერაცია დაწყებულია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge