ზელანდიელი ტერორისტების იარაღებზე "დავით აღმაშენებელი" და "დავით სოსლანი" იკითხება

  • 15 მარტი 11:50

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 40 ადამიანი ემსხვერპლა, ბრიტანული საანგენტოს dailymail-ის მიერ ტერორისტების იარაღის ფოტოები გავრცელდა, სადაც ქართული წარწერებიც იკითხება – დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდზე ქართულად 2 ადამიანის სახელი წერია: „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებელი.“


ექსპერტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ზურა ბატიაშვილმა PIA-ს განუცხადა, რომ ქართულის გარდა ფოტოებზე წარწერებია ასევე სომხურად, რუსულად და ბევრ სხვა ენაზე, რეაგირებისთვის და საკითხის უკეთ გარკვევისთვის კი საჭიროა გამოძიება.


ახალ ზელანდიაში 4 შეიარაღებული პირი 2 მეჩეთს დაესხვა თავს. დაიღუპა 40 და დაშავდა 20 ადამიანი. დაკავებულთაგან 1 ქალია, ხოლო 1 ავსტრალიის მოქალაქე.


მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ოფიციალურად მიენიჭა.