40 დაღუპული და 20 დაშავებული - თავდასხმა მეჩეთზე

  • 15 მარტი 10:43, 2019 წელი

40 ადამიანი დაიღუპა და 20 მძიმედ დაშავდა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

სააგენტო როიტერის ცნობით, ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ–მინისტრმა ჯესინდა არდერნმა განაცხადა.


მანამდე ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარის სროლის ინციდენტზე პრემიერ–მინისრმა თქვა, რომ ეს იყო „ყველაზე შავი დღე“ ახალი ზელანდიის ისტორიაში.


ტელეკომპანია ABC–ს ცნობით, თავდასხმა ორ მეჩეთზე განხორციელდა.


მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.